თეგი: "მაიმუნის ყვავილი"

ევროპაში მაიმუნის ყვავილის 100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დროისთვის შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია.  ამავე თემაზე სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC

ე.წ მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მაიმუნის ყვავილის ინფექციამ მასობრივი სახე მიიღოს?   „მოკლე ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, რაზეც ამჟამად ბევრი კითხვაა. ეს არ არის ახალი ინფექცია, ადრეც იყო, თუმცა დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, რომელიც დაიწყო 13 მაისიდან, საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა). აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა). სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა ზოგადად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის - 10.6%. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. სიმპტომები გავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხის გულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა. გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები. დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში“,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ასევე წაიკითხეთ: ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო  

ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: საქართველოს "მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული

"მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით - საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს "მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება. "მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე“, - განაცხადა დომენტემ. ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.  ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს  

თამარ გაბუნია: 75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა

"75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული, ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა. საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, 10 საეჭვო შემთხვევიდან დაავადება მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“: პანიკის საფუძველი არ გვაქვს მისივე თქმით, ვირუსი ახალი არ არის და მართვის გზები ნაცნობია. „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.  

Reuters: ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში, კერძოდ ესპანეთში ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „როიტერის“ განმარტებით, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 4 298 შემთხვევა დადასტურდა. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ  1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს  

ჯანმოს პრესსპიკერი: ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში

"ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისიმ განაცხადა, რითაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმებს გამოეხმაურა. “ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დაინფიცირებისა და გავრცელებისგან თავის დასაცავად და არა თავდასხმები განახორციელონ ცხოველებზე“, - აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, სან-პაულოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 10 მაიმუნი მოწამლეს, საიდანაც 7 მოკვდა. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ  1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს